ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე - სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს. მარტში ახალი წლის აღნიშვნა გამართლებულიც იყო. რაღა მაინც და მაინც შუა ზამთარში? წელიწადი ხომ გაზაფხულით იწყება?! რაც შეეხება შობას, ამ დღესასწაულს ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაზეც დეკემბრის ქართული სახელწოდება - ქრისტეშობისთვეც მეტყველებს.